ავტორიზაცია

ხავი პირადად ესაუბრება - ბარსელონამ ლევანდოვსკის ალტერნატივა შეარჩია

ხავი პირადად ესაუბრება - ბარსელონამ ლევანდოვსკის ალტერნატივა შეარჩია
თარიღი 14 მაი 2022, 00:24

„ბარსელონა“ „იუვენტუსის“ ფორვარდის, ალვარო მორატას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.

AS-ის ინფორმაციით, კატალონიელთა მთავარი სამიზნე რობერტ ლევანდოვსკია, მაგრამ არსებობს მტკიცე მოსაზრება, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კლუბი პოლონელის ტრანსფერს ვერ გაჩარხავს.

ამიტომ, „ბლაუგრანამ“ ალტერნატივების ძიება დაიწყო და ერთ-ერთ ვარიანტად „რეალის“ აღზრდილს, ალვარო მორატას განიხილავს, რომლის ტრანსფერსაც კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც განიხილავდა.

ხაზგასასმელია, რომ მორატას ტრანსფერით უშუალოდ ხავიც არის დაინტერესებული, რომელსაც ესპანელი ფორვარდის პროფილი ძალიან მოსწონს და მასთან პირადადაც ხშირად კონტაქტობს.

სეზონის ბოლოს, ალვაროს „იუვესთან“ იჯარა ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელები მის გამოსყიდვას არ აპირებენ. ამიტომ, მორატა „ატლეტიკოში“ დაბრუნდება, რომლის საკუთრებაც დღემდეა.