შეთანხმება თითქმის მიღწეულია - პერიშიჩი კარიერას პრემიერ ლიგის გრანდში გააგრძელებს

უდიდესი ალბათობით, ივან პერიშიჩი „ინტერს" სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
33 წლის ხორვატს გუნდთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და მას ნებისმიერ გუნდში უფასოდ შეუძლია გადასვლა.
Sport Meadiaset-ის ინფორმაციით, პერიშიჩმა პრაქტიკულად შეათანხმა კონტრაქტი „ჩელსისთან", მხარეებს ბოლო დეტალები დარჩათ მოსაგვარებელი.
„იუვენტუსთან" მოგებული სათასო ფინალის შემდეგ, რომელშიც პერიშიჩმა დუბლი მიითვალა, მან „ინტერის" ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე გაწელილი მოლაპარაკებების გამო გააკრიტიკა.
„ჩელსიში" მის ტრანსფერს პირადად თომას ტუხელი ითხოვს, რომელსაც ასეთი ფეხბურთელის პროფილი ძალიან მოსწონს.