ავტორიზაცია

ხაბი ალონსო შესაძლოა უახლოეს პერიოდში პირველი გუნდის მწვრთნელი გახდეს

ხაბი ალონსო შესაძლოა უახლოეს პერიოდში პირველი გუნდის მწვრთნელი გახდეს
თარიღი 14 მაი 2022, 12:02

ესპანეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ხაბი ალონსომ შესაძლოა ბელგიური „ბრიუგე" ჩაიბაროს.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა HLN იტყობინება. როგორც იცით, გუნდის ტავკაცი ალფრედ შრიოდერი ოფიციალურად „აიაქსში" დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა.

მთავარი მწვრთნელის წასვლის გამო, „ბრიუგეს" ხელმძღვანელობას ახალი სპეციალისტის სასწრაფო წესით ძიება მოუწია და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ „ლივერპულის", „რეალის" და „ბაიერნის" ექს-ნახევარმცველი მოიაზრება.

ამჟამად ალონსო „სოსიედადის" სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელია, რომელთან კონტრაქტიც 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.