ავტორიზაცია

აგენტი ორშაბათს ჩაფრინდება - პოგბა მორიგი დიდი დაბრუნებისთვის ემზადება?

აგენტი ორშაბათს ჩაფრინდება - პოგბა მორიგი დიდი დაბრუნებისთვის ემზადება?
თარიღი 15 მაი 2022, 01:22

30 ივნისს პოლ პოგბას „მან იუნაიტედთან“ კონტრაქტი ეწურება და მისთვის სატრანსფერო ბაზარზე ბრძოლაა გაჩაღებული.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტები ჯანლუკა დი მარციო და ფაბრიციო რომანო იტყობინებიან, პოგბას აგენტი ორშაბათს ტურინში ჩაფრინდება, რათა „იუვენტუსთან“ ფეხბურთელის პოტენციური დაბრუნება განიხილოს.

თუმცა, მთავარი პრობლემა, რომელიც ტრანსფერს ხელს უშლის - პოგბას ხელფასია, რომლის გადახდასაც „იუვენტუსი“ ვერ მოახერხებს, თუ ფრანგი მოთხოვნებს არ შეამცირებს.

ფეხბურთელის აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს „პსჟ-ც“, რომელიც პოგბაზე პრეტენზიას ასევე სერიოზულად აცხადებს.

ერთი პერიოდი იწერებოდა „სიტის“ ინტერესზეც, თუმცა „იუნაიტედის“ თანაქალაქელებთან გადასვლის იდეა თავად პოლსაც დიდად არ ხიბლავს.

„მან იუნაიტედში" პოგბა 2016 წელს სწორედ „იუვენტუსიდან" 105 მლნ ევროდ გადავიდა.