ავტორიზაცია

ლოპეტეგიმ სხვა კლუბისგან მიმზიდველი წინადადება მიიღო და სევილიას ტოვებს — ესპანელი ჟურნალისტი

ლოპეტეგიმ სხვა კლუბისგან მიმზიდველი წინადადება მიიღო და სევილიას ტოვებს — ესპანელი ჟურნალისტი
თარიღი 15 მაი 2022, 13:28

"სევილიას" მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

როგორც ჟურნალისტი, ხოსე მანუელ გარსია იტყობინება, 55 წლის ესპანელმა სპეციალისტმა სხვა კლუბისგან მიმზიდველი წინადადება მიიღო.

ლოპეტეგის ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წელს ეწურება, მაგრამ მწვრთნელი მის კონტრაქტში გათვალისწინებული ერთ-ერთი პუნქტით გეგმავს სარგებლობას, რომელიც "სევილიადან" დროზე ადრე წასვლის საშუალებას აძლევს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ლოპეტეგის წასვლას ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდებისთანავე დაადასტურებს.

მოგეხსენებათ, 36 ტურის შემდეგ, "სევილია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ბეტისს" 5 ქულით უსწრებს.