ავტორიზაცია

VIDEO: ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება — კეინმა ტოტენჰემს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა

თარიღი 15 მაი 2022, 17:58

ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "ტოტენჰემმა" შინაურ კედლებში "ბარნლის" უმასპინძლა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში "დეზებმა" მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს - 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გავიდა - სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი 53-ე (!) წუთზე ჰარი კეინმა ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა, "ტოტენჰემმა" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ამ გამარჯვების შემდეგ, პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ანტონიო კონტეს შეგირდების აქტივში 68 ქულაა და მეოთხე ადგილს იკავებენ, თუმცა უახლოეს მდევარ "არსენალს", რომელსაც 66 ქულა აქვს, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ხვალ "ნიუკასლს" ესტუმრება.