ავტორიზაცია

ფოტო: რონალდუ მანჩესტერში რჩება? პორტუგალიელმა ფანებს იმედები გაუჩინა

ფოტო: რონალდუ მანჩესტერში რჩება? პორტუგალიელმა ფანებს იმედები გაუჩინა
თარიღი 15 მაი 2022, 18:07

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ახალმა ფოტოებმა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს იმედები გაუჩინა, რომ გუნდში რჩება.

37 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მომდევნო სეზონისთვის სამივე ფორმის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც წესი, სტატისტიკის მიხედვით, როდესაც ფებხურთელი ახალი ფორმების წარდგენაში მონაწილეობს, გუნდიდან არ მიდის.

 

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ, ფანები შიშობენ, რომ რონალდუ გუნდს დატოვებს, რადგან ის ხომ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის სიმბოლოა, სადაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

კრიშტიანუ მანიკუნიანელთა რიგებში გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" დაბრუნდა. მის სანაცვლოდ "ემიუმ" ტურინულ გრანდს 15 მილიონი ევრო გადაუხადა.