ავტორიზაცია

მანჩესტერის ახალ მწვრთნელს ჩელსიდან მსოფლიო ჩემპიონის დამატება სურს

მანჩესტერის ახალ მწვრთნელს ჩელსიდან მსოფლიო ჩემპიონის დამატება სურს
თარიღი 15 მაი 2022, 18:41

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს დიდი გეგმები აქვს და ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას აპირებს.

როგორც The Mirror იტყობინება, მანჩესტერული კლუბის ახალ დამრიგებელს, რომელმაც "წითელ ეშმაკებთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდის შემადგენლობის თავის გემოზე დაკომპლექტდება სურს. სწორედ ამიტომ, კლუბიდან ფეხბურთელების გაშვებას და ახალი მოთამაშეების დამატებას აპირებს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით პოლ პოგბა და ნემანია მატიჩი დატოვებენ. ნიდერლანდელ სპეციალისტს "ჩელსიდან" 31 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ნგოლო კანტეს დამატება სურს. მას იმედი აქვს, რომ თუ სარფიან შეთავაზებას გაუკეთებს "არისტოკრატებს", ფრანგი ნახევარმცველის ხელი ჩაგდება არ გაუჭირდება.