ავტორიზაცია

მეისონ მაუნტი - ფეხბურთელი, რომელმაც უემბლიზე 6 ფინალი წააგო

მეისონ მაუნტი - ფეხბურთელი, რომელმაც უემბლიზე 6 ფინალი წააგო
თარიღი 15 მაი 2022, 19:12

"ჩელსის" ბრიტანელმა ნახევარმცველმა მეისონ მაუნტმა FA CUP-ის ფინალში, პენალტების სერიაში, 11 მეტრიანი დარტყმა გააცუდა და კიდევ ერთი მარცხი იწვნია ფინალში, უემბლიზე.

მაუნტმა ინგლისის ნაკრების სტადიონ უემბლიზე, უკვე რიგით მე-6 ფინალი წააგო. მეისონის უიღბლობა ამ სტადიონზე ჯერ კიდევ, 2019 წელს დაიწყო, როდესაც "დერბი ქაუნთის" ღირსებას იჯარის წესით იცავდა. 

მეისონი ამ ცუდი სტატისიკის გამო, ქილიკისა და აბუჩად აგდების მსხვერპლი გახდა, რის გამო მას თანაგუნდელი სეზარ ასპილიკუეტა გამოექომაგა და კრიტიკისგან დაიცვა.