ავტორიზაცია

ბარსელონამ ტოტენჰემის ყოფილ მადრიდელ მცველზე ინფორმაცია მოითხოვა

ბარსელონამ ტოტენჰემის ყოფილ მადრიდელ მცველზე ინფორმაცია მოითხოვა
თარიღი 15 მაი 2022, 19:29

"ბარსელონამ" ექს მადრიდელ მცველზე, რომელიც "ტოტენჰემის" ღირსებას იცავს ინფორმაცია მოითხოვა.

საუბარია სერხიო რეგილონზე, რომელსაც კატალონიური კლუბი დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავს, მარკოს ალონსოსთან ერთად.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა უკვე გამართეს გარკვეული სახის მოლაპარაკებები, გასულ კვირას, რეგილონის საფეხბურთო აგენტ კია ჯორაბჩიანთან, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ინტერესების წამრმომადგენელიცაა. იმისდა მიუხედავად, რომ რეგილონს მადრიდული ფესვები აქვს, კატალონიელები მის შესაძენად აქტიურ მოქმედებებს აანონსებენ.