ავტორიზაცია

ერიქსენი: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს"

ერიქსენი: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს"
თარიღი 15 მაი 2022, 19:38

"ბრენტფორდის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა გაამხილა, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, მისმდამი კლუბების ინტერესმა და კონკრეტულმა შემოთავაზებებმა იმატა.

"მე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, რომლებიც თავისი არსით ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტებია. ამ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავ. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც საკლუბო დონეზე ყველაზე პრესტიჟული ტურნირია" - თქვა Viaplay-სთან ინტერვიუში ნიდერლანდელმა.

თავის მხრივ, "ფუტკრების" დანიელი დამრიგებელი ტომას ფრანკი იმედოვნებს, რომ ერიქსენი გუნდს არ დატოვებს. მისი თქმით, კრისტიანმა "ბრენტფორდში" თამაშით ფეხბურთის სილამაზე კვლავ შეიგრძნო და მოედანზე სილაღე დაიბრუნა..