ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლუის სუარესი ატლეტიკოს ტოვებს

ოფიციალურად: ლუის სუარესი ატლეტიკოს ტოვებს
თარიღი 15 May 2022, 20:33

ურუგვაელი ფორვარდის მადრიდული ვოიაჟი სრულდება.

მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუის სუარესი სეზონის დასრულების შემდეგ „ვანდა მეტროპოლიტანოს“ დატოვებს.

„ელ პისტოლეროს“ „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აღარ გამართავენ, შესაბამისად 30 ივნისს სუარესი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი ოფიციალურად აღარ იქნება.

„ატლეტიკოში“ სუარესი 2020 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ გადავიდა და გუნდის მაისურით 81 ჩატარებულ შეხვედრაში 34 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა და გასულ სეზონში ლა ლიგის მოგებაც მოახერხა.