ავტორიზაცია

"მეგონა, რომ კიდევ მრავალი წელი ვიქნებოდით ერთად", - დიბალა იუვენტუსს ემოციურად ემშვიდობება

"მეგონა, რომ კიდევ მრავალი წელი ვიქნებოდით ერთად", - დიბალა იუვენტუსს ემოციურად ემშვიდობება
თარიღი 15 May 2022, 21:57

პაულო დიბალა „იუვენტუსს“ დაემშვიდობა.

„რთულია გამოსამშვიდობებლად საჭირო სიტყვების მოძიება. ამდენი წელი, ამდენი ემოცია. ვფიქრობდი, რომ ერთად კიდევ მრავალი წელი ვიქნებოდით, მაგრამ ბედი სხვადასხვა გზაზე გვაყენებს.

არასდროს დავივიწყებ არაფერს, რაც თქვენი დამსახურებით გადამხდა, არცერთ თამაშს, არცერთ გოლს. მე თქვენთან ერთად ვიზრდებოდი, ვსწავლობდი, ვცხოვრობდი და ვოცნებობდი. ეს იყო 7 მაგიური წელი. 12 ტიტული და 115 გოლი, რომელსაც ჩვენ ვერ წაგვართმევენ. ვერასდროს.

მადლობა, რომ რთულ პერიოდში მხარს მიჭერდით. მადლობა იმათ, ვინც ჩვენს გვერდით იყო ამდენი წლის მანძილზე: პირველი დღიდან ბოლომდე, გულშემატკივრებიდან იმ ადამიანებამდე, ვინც კლუბში მუშაობს - მწვრთნელები, თანაგუნდელები, თანამშრომლები და მენეჯერები.

ამ მაისურის და კაპიტნის სამკლაურის ტარება - ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მომენტია. იმედია, ოდესმე შევძლებ ამ ყველაფრის შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის მოყოლას.

ხვალ, ამ მაისურით ბოლო მატჩს ჩავატარებ. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ეს იქნება ჩვენი დამშვიდობება.

რთული იქნება, მაგრამ მოედანზე ღიმილით და თავაწეული გავალ, იმის ცოდნით, რომ თქვენთვის ყველაფერი გავიღე.“ - აღნიშნა „იუვეს“ შემტევმა სოც.ქსელებში.