ავტორიზაცია

VIDEO: ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში ვერცერთმა ლიდერმა ვერ იმარჯვა

VIDEO: ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში ვერცერთმა ლიდერმა ვერ იმარჯვა
თარიღი 15 მაი 2022, 23:37

ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩები ყველა ერთდროულად გაიმართა.

„კადისი" 1-1 „რეალი"

უკვე გაჩემპიონებული მადრიდის „რეალი“ სტუმრად „კადისს“ დაუზავდა (1:1). მადრიდელთა რიგებში გოლი მარიანომ გაიტანა, კადისელებმა კი წონასწორობა სობრინოს გოლით აღადგინეს.

61-ე წუთზე ნეგრედოს მასპინძლების წინ გაყვანაც შეეძლო, მაგრამ ალვარო ნეგრედომ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ანდრეი ლუნინს ვერ აჯობა.

„ხეტაფე“ 0-0 „ბარსელონა“

მადრიდში გამართულ მატჩში „ხეტაფემ“ და „ბარსელონამ“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ფრე 0:0 ითამაშეს.

„ატლეტიკო“ 1-1 „სევილია“

ტურის ცენტრალურ მატჩში კი „ატლეტიკომ“ შინ „სევილიას“ უმასპინძლა.

ანგარიში 30-ე წუთზე ხოსე ხიმენესმა გახსნა, თუმცა „სევილია“ მარცხისგან 85-ე წუთზე იუსეფ ენ ნესირიმ იხსნა.

37 ტურის შემდეგ „რეალი“ 85 ქულით მიუწვდომელია, „ბარსელონას“ 73 ქულა აქვს, „ატლეტიკოს“ 68, „სევილიას“ კი 67.