UNFP-ს დაჯილდოვებაზე საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის ვინაობა გამოვლინდა
ამ წუთებში საფრანგეთში UNFP-ს გალა-დაჯილდოვება მიმდინარეობს, რომელზეც ლიგა 1-ს და არამარტო საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებენ.
საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, როგორც მოსალოდნელი იყო, კილიან მბაპე დასახელდა, რომელიც ამჟამად საუკეთესო ბომბარდირიცაა და ასისტენტიც.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის ვინაობაც.
ეს პრიზი, როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კარიმ ბენზემას ერგო, რომელიც ფანტასტიურ სეზონს ატარებს და ამ ეტაპზე ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტადაც მოიაზრება.
„ოქროს ბურთი ჩემი ოცნებაა, მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია.“ - აღნიშნა ბენზემამ ამ ჯილდოს მოგების შემდეგ.