ავტორიზაცია

"ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას", - ბაიერნსა და ლევანდოვსკის შორის სიტუაცია უკიდურესად იძაბება

"ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას", - ბაიერნსა და ლევანდოვსკის შორის სიტუაცია უკიდურესად იძაბება
თარიღი 16 მაი 2022, 10:42

"ბაიერნის" გენერალური დირექტორი, ოლივერ კანი გუნდის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებს.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელმა მიუნხენურ გრანდს აცნობა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა და მზადაა "ბარსელონაში" გადავიდეს.

"სიტუაციის ესკალაციის მცდელობებს ადგილი აქამდეც ჰქონია. ეს არანაირ პრობლემას არ გვიქმნის".

"მის აგენტს წინადადებით მივმართეთ. შეთავაზება იუარა. ეს მისი უფლებაა".

"ფაქტი ფაქტად რჩება: რობერტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა აკავშირებს და ბოლომდე ამოწურავს. ბასტა!".

"ძალიან მკაფიოდ და დასაბუთებულად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. "ბაიერნში" ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ფეხბურთელი კლუბზე მნიშვნელოვანი არ არის", - განუცხადა კანმა BR24 Sport-ს.