ავტორიზაცია

ასტონ ვილა ლუის სუარესის ტრანსფერს უმიზნებს - მთავარი ფაქტორი ჯერარდი იქნება?

ასტონ ვილა ლუის სუარესის ტრანსფერს უმიზნებს - მთავარი ფაქტორი ჯერარდი იქნება?
თარიღი 16 მაი 2022, 19:04

"ატლეტიკოს" ფორვარდმა ლუის სუარესმა უკვე დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდულ გუნდს დატოვებს.

როგორც 90min წერს, "ასტონ ვილა" სერიოზულად განიხლავს ურუგვაელი თავდამსხმელის დამატების შესაძლებლობას. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ბრიტანული გუნდი მზად არის სუარესსა და მის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებიც გამართოს, მის შესაძლო პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

"ასტონ ვილაში" გადასვლის ალბათობას ისიც ზრდის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი სუარესის "ლივერპულში" ყოფილი თანაგუნდელი სტივენ ჯერარდია. მან უკვე დააბრუნა ფილიპე კოუტინიო მერსისაიდულ კლუბში და არაა გამორიცხული ეს სუარესის შემთხვევაშიც მოხდეს.

სუარესი "ლივერპულს" 2011 წლის იანვარში შეუერთდა, ხოლო 2014 წელს ინგლისური გუნდი დატოვა და "ბარსელონაში" გადაბარგდა. კატალონიურ კლუბში 6 დიდებული წელი გატარა და შემდეგ "ატლეტიკოს" მიაშურა.