ავტორიზაცია

მანჩესტერის სამიზნე მილინკოვიჩ-სავიჩი: "პოგბას ინსპირაციის წყაროდ მივიჩნევ"

მანჩესტერის სამიზნე მილინკოვიჩ-სავიჩი: "პოგბას ინსპირაციის წყაროდ მივიჩნევ"
თარიღი 16 მაი 2022, 19:14

"ლაციოს" ნახევარმცველოი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი პოლ პოგბას ინპსირაციის წყაროდ მიიჩნევს.

27 წლის სერბის დამატებით "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი. "ლაციოს" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ სავიჩი "იუვენტუსში" არ გაყიდოს, რათა მეტოქეს გაძლიერებაში არ დაეხმაროს. 

"პოგბასთან ჩემი შედარება? მე მისგან ბევრი ვისწავლე, როდესაც იტალიაში პირველად ჩამოვედი. მაშინ, ის "იუვენტუსის" რიგებში ირიცხებოდა. ის ჩემსავით მაღალი და ტექნიკურია, რისი გამოყენებითაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია." - განუცხადა მილინკოვიჩმა DAZN-ს.

სერბეთის ნაკრების წევრმა ამ სეზონში, "ლაციოს" რიგებში, სერია ა-ში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.