ავტორიზაცია

არც ლევანდოვსკი, არც ჰოლანდი - ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლაიფციგელი გახდა!

არც ლევანდოვსკი, არც ჰოლანდი - ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლაიფციგელი გახდა!
თარიღი 16 მაი 2022, 21:39

გერმანული ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელშიც "ლაიფციგის" შემტევმა კრისტოფერ ნკუნკუმ გაიმარჯვა.

ნკუნკუ ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე ოთხჯერ გახდა: ოქტომბერში, თებერვალში, მარტში, აპრილში და სეზონი წლის საუკეთსო მოთამაშის ჯილდოთი დააგვირგვინა.

მისი უშუალო კონკურენტები "დორტმუნდიდან" ერლინგ ჰოლანდი, "ბაიერ ლევერკუზენიდან" პატრიკ შჩიკი და "ბაიერნიდან" რობერტ ლევანდოვსკი იყვნენ, რომლებსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ.

ნკუნკუმ ბუნდესლიგის ამ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.