ავტორიზაცია

"ქპრ-მა მეორე გოლი გაუშვა და ბურთი უმალვე სიტის დაუბრუნა, შემდეგ კი სისემ გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნა", - რუნი

"ქპრ-მა მეორე გოლი გაუშვა და ბურთი უმალვე სიტის დაუბრუნა, შემდეგ კი სისემ გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნა", - რუნი
თარიღი 16 მაი 2022, 22:25

უეინ რუნიმ „სიტის“ მიერ 2012 წელს მოგებული პრემიერ ლიგის სპორტული ხასიათი ეჭვქვეშ დააყენა.

ქალაქელებმა ბოლო ტურის მატჩში „ქპრ-ს“ 3:2 სერხიო აგუეროს და ედინ ჯეკოს მიერ, დამატებით დროში გატანილი გოლების წყალობით მოუგეს და 44 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები.

„პედრი კენის (ქპრ-ის მეკარეს) ორი გოლის მომენტში გაცილებით უკეთ უნდა ეთამაშა. 

სიტი იტანს მეორე გოლს, „ქპრ“ კი მას უმალვე ბურთს უბრუნებს. უცნაურია, რომ არავის კითხვები არ გაუჩნდა. ჯიბრილ სისე კი საერთდ, მატჩის შემდეგ, გამარჯვებას „სიტის“ ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნავდა.

დიახ, ეს ისტორიული მომენტია, შესაძლოა პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესიც, თუ იმ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი არ იყავით.“ - აღნიშნა რუნიმ.