ავტორიზაცია

1990 წლის შემდეგ პირველად - პროფესიონალმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ გეია

1990 წლის შემდეგ პირველად - პროფესიონალმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ გეია
თარიღი 16 May 2022, 22:33

„ბლექპულის“ ნახევარმცველმა ჯეიკ დენიელსმა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა.

ის გახდა პირველი ბრიტანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც ქამინგ-აუტის გაკეთება გადაწყვიტა.

გარდა ამისა, ეს ბრიტანეთის პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის პირველი შემთხვევაა ჯასტინ ფაშანუს შემდეგ, რომელმაც 1990 წელს აღიარა, რომ გეია.

„დიდხანს ვფიქრობდი ამ ნაბიჯზე და ვხვდები, რომ დრო დადგა. მზად ვარ ვიყო ის ვინც ვარ, გავთავისუფლდე და თავდაჯერება მოვიმატო.

ამდენი წელი სირცუეში ვცხოვრობდი. ვფიქრობდი, რომ გავიზრდები და გოგონას გავიცნობ, ყველაფერი შეიცვლება და კარგად იქნება. თუმცა, წლებთან ერთად ხვდები, რომ უბრალოდ ვერ შეიცვლები, ეს ასე არ მუშაობს. ადრე არ ვიყავი მზად, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია ტყუილი.

საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ღირს, თუ არა კარიერის დასრულების დალოდება. პროფესიონალ ფეხბურთლებს შორის ამ ქვეყანაში ჯერ აღიარებული გეი არავინ არის. მაგრმა მივხვდი, რომ მრავალი წლით მომიწევს ტყუილის თქმა და საკუთარი თავი ვერ ვიქნები.

ყველაფრის შესახებ ვუამბე ოჯახს, თანაგუნდელებს, კლუბს და ის სტრესი, რომელიც ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზე ისახებოდა, გაქრა. ახლა უბრალოდ თავდაჯერებული ვარ და მიხარია, რომ შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ.

„ბლექპულის“ მხარდაჭერა დაუჯერებელია. ამ გუნდში თავს დაცულად ვგრძნობ. თანაგუნდელები მხარს მიჭერენ, ბევრ შეკითხვას მისვამენ, მათ დიდებული რეაქცია ჰქონდათ. მეტს ვერაფერს ვისურვებდი. კაპიტანმა მითხრა, რომ ამაყობს ჩემით, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.“ - აღნიშნა დენიელსმა.