რიჩარლისონმა ევერტონის დატოვება გადაწყვიტა, მისით რამდენიმე გრანდი ინტერესდება

„ევერტონის“ ფორვარდმა რიჩარლისონმა გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.
Goal.com-ის ინფორმაციით, ბრაზილიელს ტოპ-გუნდში სურს თამაში, რომელიც ყოველწლიურად ტიტულებზე აცხადებს პრეტენზიას. მათ შორის - ევროტურნირებზეც. ბრაზილიელის აგენტი ამჟამად რამდენიმე ტოპ-კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
იწერება, რომ თავად რიჩარლისონს ინგლისში დარჩენა აქვს პრიორიტეტად. თუმცა, კონკრეტული შემოთავაზებები ჯერ არცერთ გუნდს არ გაუკეთებია.
რიჩარლისონისადმი ინტერესს „მან იუნაიტედს“ და „პსჟ-ს“ აწერენ. ამ სეზონში ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი მე-16 ადგილს იკავებს.