ავტორიზაცია

"მთავარი სალაპარაკო თემა არ ყოფილა", - იუვენტუსის დირექტორმა პოგბას შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"მთავარი სალაპარაკო თემა არ ყოფილა", - იუვენტუსის დირექტორმა პოგბას შესაძლო ტრანსფერი შეაფასა
თარიღი 16 მაი 2022, 23:16

„იუვნეტუსის“ გენ დირექტორმა მაურიციო არივაბენემ გუნდში პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

„პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია და მე მასაც პატივს ვცემ და მის კლუბსაც. სააგენტოს, რომელსაც პოლი ეკუთვნის, ისეთი კლიენტებიც ჰყავს, როგორებიც მოიზე კინი და პელეგრინი არიან.

ამიტომ, დღევანდელ ჩვენ შეხვედრაზე, მთავარი თემა პოგბა სულაც არ ყოფილა.“ - აღნიშნა არივაბენემ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ „იუვენტუსიდან“ 2016 წელს 105 მლნ ევროდ გადავიდა. ამ სეზონის ბოლოს მას „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი ეწურება.