ავტორიზაცია

ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში ბარსელონას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში ბარსელონას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 16 მაი 2022, 23:30

„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი პრემიერ ლიგის გრანდის ინტერესთა სფეროში მოექცა.

Goal.com-ის ინფორმაციით, 33 წლის პოლონელის სიტუაციას ლონდონის „ჩელსი“ აკვირდება, რომელიც მზადაა ტრანსფერისთვის კონკურენცია „ბარსელონას“ გაუწიოს.

ბუნდესლიგის ოფიციალურად დასრულების შემდეგ, ლევანდოვსკიმ აღნიშნა, რომ დიდი ალბათბით „ბაიერნის“ მაისურით ეს მისი უკანასკნელი მატჩი იყო. თუმცა, ბავარიული გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რობერტს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და ის მას ბოლომდე შეასრულებს, რადგან გაყიდვას არ უპირებენ.

თავის მხრივ, ლევანდოვსკი მარტივად დანებებას არ აპირებს, რადგან წასვლა სურს და „ბარსელონა“ მისი პრიორიტეტია.