ავტორიზაცია

ბრიტანეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ აბრამოვიჩი ჩელსის გაკოტრებამდე მიიყვანს

ბრიტანეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ აბრამოვიჩი ჩელსის გაკოტრებამდე მიიყვანს
თარიღი 16 მაი 2022, 23:36

ბრიტანელის ხელისუფლებამ რომან აბრამოვიჩი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ჩელსი“ გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა, როცა მინისტრების მიერ შეთავაზებული გაყიდვის ახალი სტრუქტურა იუარა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ოლიგარქმა ერთი კვირის წინ მოაწერა ხელი „ჩლსის“ ტოდ ბოულის კონსორციუმისთვის მიყიდვაზე, მოლაპარაკებები 2-მილიოარდიანი კრედიტის გამო ჩიხში შევიდა.

აბრამოვიჩის ბანაკიდან ბოლო ორ კვირაში გამოქვეყნდა ორი შეტყობინება, რომელშიც მან უარყოფს, თითქოს კლუბისთვის ვალის პატიებაზე უარს ამბობს.

თუმცა, ინსაიდერები იტყობინებიან, რომ შიდა სამზარეულოში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება, ამ დროს კი შეთანხმების ვადა იწურება.

როცა „ჩელსიდან" წასვლის განცხადება გააკეთა, რომან აბრამოვიჩმა იქვე დაამატა, რომ კლუბს მის პირად 1.5-მილიარდიან ვალს პატიობს, თუმცა შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მან ამის გაკეთება გადაიფიქრა.