ავტორიზაცია

დიბალას და კიელინის გამოსამშვიდობებელ საშინაო მატჩში იუვენტუსმა ლაციოს ვერ მოუგო

დიბალას და კიელინის გამოსამშვიდობებელ საშინაო მატჩში იუვენტუსმა ლაციოს ვერ მოუგო
თარიღი 17 მაი 2022, 00:51

სერია ა-ს ბოლოსწინა ტურში „იუვენტუსი“ შინ „ლაციოს“ დაუზავდა.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

მე-10 წუთზე ვლაჰოვიჩმა „იუვე“ დააწინაურა, 36-ზე კი მორატამ სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა „არწივებმა“ მეორე ნახევარში თამაშში დაბრუნება შეძლეს.

51-ე წუთზე ალექს სანდრომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ინტრიგა დააბრუნა, 90+5-ზე კი მილინკოვიჩ სავიჩმა „ლაციოს“ ქულა გადაურჩინა და ევროპა ლიგის საგზური გაუნაღდა. 

ამ შეხვედრაში პაულო დიბალა და ჯორჯო კიელინი „ალიანც სტედიუმზე“ „იუვენტუსის“ მაისურით უკანასკნელი მატჩები ჩაატარეს და გულშემატკივრებს გამოემშვიდობნენ - იტალიელი მცველის გუნდში გატარებული 17 წლის სიმბოლურად, ფეხბურთელი მოედნიდან მე-17 წუთზე გაიყვანეს.

ორივე ეს მოთამაშე „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.