ავტორიზაცია

VIDEO: არსენალი ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა

თარიღი 17 მაი 2022, 00:54

ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში „არსენალი“ სტუმრად „ნიუკასლთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „სენტ ჯეიმს პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

55-ე წუთზე ბენ უაითმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დააწინაურა, 85-ზე კი ბრუნო გიმარაეშმა „არსენალის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და „მეთოფეების“ გადარჩენის იმედები საბოლოოდ დაასამარა.

ამ წაგებით „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები პრაქტიკულად ნულს გაუტოლა - წინა ტურის წინ გუნდი „ტოტენჰემს“ სუფთა 4 ქულით უგებდა, ახლა კი, ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, ჩრდილოეთ ლონდონელ კონკურენტს 2 ქულით ჩამორჩება. 

ბოლო ტურში „ტოტენჰემი“ სტუმრად უკვე გავარდნილ „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება, „არსენალი“ კი შინ „ევერტონს“ უმასპინძლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ „არსენალს“ ბურთების სხვაობა +9 აქვს, „ტოტენჰემს“ კი +24, არტეტას გუნდს ბოლო ტურში „ტოტენჰემის“ წაგება სჭირდება, თავად კი აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მე-4 ადგილს „ტოტენჰემი“ დაიკავებს.