ავტორიზაცია

შესაძლოა, რეალმა მომავალი სეზონი ახალი მეორე მეკარით დაიწყოს — MARCA

შესაძლოა, რეალმა მომავალი სეზონი ახალი მეორე მეკარით დაიწყოს — MARCA
თარიღი 17 მაი 2022, 15:30

არ არის გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალის" მეორე მეკარემ, ანდრეი ლუნინმა მადრიდული გრანდი დატოვოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Marca წერს, 23 წლის უკრაინელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომაც მზადაა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

"ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ლუნინის წასვლის შემთხვევაში "ნაპოლის" კარის დარაჯის, დავიდ ოსპინას მიწვევის ვარიანტს განიხილავს. 

მოგეხსენებათ, 2021/22 წლების სეზონში კოლუმბიელი ნეაპოლელთა ძირითადი მეკარე გახლდათ, მაგრამ ზაფხულში მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

თავის მხრივ, "რეალში" ლუნინის ესმით, რომელიც რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას ითხოვს, მაგრამ ამავდროულად, მისი შენარჩუნება უნდათ.

მიმდინარე სეზონში უკრაინელმა ყველა ტურნირზე ერთად "სამეფო კლუბის" ღირსება მხოლოდ 4 მატჩში დაიცვა და ამდენივე გოლი გაუშვა.