ავტორიზაცია

3 ტოპ ფეხბურთელი, რომელთა ხელში ჩაგდებასაც იუვენტუსი ზაფხულში უფასოდ აპირებს

3 ტოპ ფეხბურთელი, რომელთა ხელში ჩაგდებასაც იუვენტუსი ზაფხულში უფასოდ აპირებს
თარიღი 17 მაი 2022, 15:52

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის სამი მთავარი სამიზნე შეარჩია, წერს La Gazzetta dello Sport-ი.

ასე და ამგვარად, ტურინულ გრანდს ივან პერიშიჩის ("ინტერი"), ანხელ დი მარიასა ("პსჟ") და პოლ პოგბას ("მანჩესტერ იუნაიტედი") ხელში ჩაგდება უნდა, თანაც უფასოდ.

სამივე ზემოთნახსენებ ფეხბურთელს ზაფხულში მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

აღსანიშნავია, რომ პოგბას "იუვენტუსში" უკვე უთამაშია - 2012 წლიდან 2016 წლამდე. პერიშიჩი "ინტერში" 2015 წლიდან ირიცხება (2019/20 წლების სეზონის გამოკლებით, რომელიც იჯარით "ბაიერნში" გაატარა).

რაც შეეხება დი მარიას, რომელიც პარიზელებმა 2015 წლის ზაფხულში დაიმატეს - 34 წლის არგენტინელს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან მხოლოდ სერია ა-ში ასპარეზობის გამოცდილება არ აქვს.