ავტორიზაცია

დი მარიამ ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა — GOAL.COM

დი მარიამ ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა — GOAL.COM
თარიღი 17 მაი 2022, 17:05

"პსჟ"-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ "იუვენტუსთან" წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 ივლისიდან შევა, წერს Goal.com-ი.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, არგენტინელმა ტურინელებთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

მოგეხსენებათ, 34 წლის სამხრეთამერიკელი "პსჟ"-ს 2015 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 63 მილიონ ევროდ შეუერთდა.

დი მარიამ პარიზელთა მაისურით საერთო ჯამში 294 მატჩი ჩაატარა, 92 გოლი გაიტანა და 118 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

"მანჩესტერ იუნაიტედამდე" და "პსჟ"-მდე ანხელი მადრიდის "რეალის", ლისაბონის "ბენფიკასა" და "როსარიო სენტრალის" ღირსებას იცავდა.