ავტორიზაცია

"საუთჰემპტონთან ამ ფეხბურთელს განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ", - კლოპი თავის მოთამაშეებს მიმართავს

"საუთჰემპტონთან ამ ფეხბურთელს განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ", - კლოპი თავის მოთამაშეებს მიმართავს
თარიღი 17 მაი 2022, 17:10

"ლივერპულის" გერმანელი დამრიგებელი თავის შეგირდებს მოუწოდებს, რომ "საუთჰემპტონთან" მატჩში განსაკუთრებული ყურადღება "წმინდანების" კაპიტანს ჯეიმს ვორდ-პრაუსს მიაქციონ.

"მოედანზე სულელური ჯარიმები არ უნდა ავიკიდოთ, რადგან მეტოქე გუნდის კაპიტანს ვორდ-პრაუსს მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია გოლის გატანა. ეს არის გამოწვევა, რომელსაც "საუთჰემპტონთან" მატჩში შევხვდებით." - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე გერმანელმა.

27 წლის, ინგლისის ნაკრების წევრს ჯეიმს ვორდ-პრაუსს მხოლოდ ერთი გოლიღა სჭირდება, რომ ამ სეზონში, მისი გოლების მაჩვენებელი 10-მდე დაამრგვალოს. ამიტომ, "ლივერპულის" წინააღმდეგ ის განსაკუთრებით მოტივირებული იქნება. შეგახსენებთ, რომ მან 9 გოლიდან 4 საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.