ავტორიზაცია

ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში ბარსელონას ორი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში ბარსელონას ორი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 17 მაი 2022, 17:19

"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი უკვე რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, მომავალი ზაფხულისთვის პოლონელი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდებას "ჩელსი" და "პსჟ"-ც გეგმავენ.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ფორვარდის პრიორიტეტი "ბარსელონაში" გადასვლაა. ამ აზრზეა მისი აგენტი, პინი ზაჰავიც.

აღინიშნება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ლევანდოვსკის 3 წელზე გათვლილი კონტრაქტი შესთავაზეს და ტრანსფერის დასახურად "ბაიერნს" უნდა შეუთანხმდნენ.

მიმდინარე სეზონში რობერტმა, რომელსაც "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.