ავტორიზაცია

იუვენტუსი მზადაა ფინანსური პრობლემების გამო, კიდევ 2 ფეხბურთელს დაემშვიდობოს

იუვენტუსი მზადაა ფინანსური პრობლემების გამო, კიდევ 2 ფეხბურთელს დაემშვიდობოს
თარიღი 17 მაი 2022, 18:34

ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულში კიდევ ორი ფეხბურთელის გაშვებასთანაა ახლოს, რომლებიც დღემდე ვერ ახერხებენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევას.

როგორც მოგეხსენებათ, "ბიანკონერის" ოფიციალურად ტოვებენ ჯორჯო კიელინი და პაულო დიბალა, რომლებიც გულშემატკივრებს უკვე დაემშვიდობნენ. როგორც ჩანს, ისინი ბოლო მოთამაშეები არ იქნებიან, ვინც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ზებრებს" დატოვებენ.

საუბარია, ესპანელ ფორვარდ ალვარო მორატაზე და იტალიელ ფედერიკო ბერნარდესკიზე. Tuttojuve იუწყება, რომ ტურინელები კიდევ ვერ აგვარებენ მორატას თავს არსებულ პრობლემებს და ნაკლებად სავარაუდოა, ის გუნდში დარჩეს. პრობლემური სიტუაციაა ბერნარდესკისთან მიმართებაშიც. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული კონტრაქტის ახალ პირობებზე ვერ თანხმდება და წასვლასთან ახლოსაა.

მორატა "ბიანკონერის" რიგებში იჯარის წესით არის განათხოვრებული მადრიდის "ატლეტიკოდან" და მისი მოქმედების ვადა ზაფხულში იწურება.