ავტორიზაცია

ჰარი კეინი: "იმედი მაქვს კონტე გუნდში დარჩება, რადგან ეს დაიმსახურა"

ჰარი კეინი: "იმედი მაქვს კონტე გუნდში დარჩება, რადგან ეს დაიმსახურა"
თარიღი 17 მაი 2022, 19:23

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი იტალიელ სპეციალისთან ანტონიო კონტესთან მუშაობით კმაყოფილია და მისი გუნდში დარჩენა სურს.

"წარმოდგენა არ მაქვს სად გააგრძელებს ანტონიო თავის სამწვრთნელო კარიერას. ეს მისი გადასაწყვეტია. მან დიდი შრომა გასწია "ტოტენჰემში". კონტე თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანია და ეს უნდა დავაფასოთ. რა თქმა უნდა, მე დიდ სიამოვნებას ვიღებ მასთან თანამშრომლობით, ისევე როგორც გუნდის სხვა წევრებიც. გამიხარდება თუ ის გუნდში დარჩება." -  განაცხადა ინგლისის ნაკრების ფორვარდმა Standard Sport-თან საუბარში.

ვრცელდება ხმები, რომ "პსჟ" დაინტერესებულია კონტეს გადაბირებით, მაგრამ თავის მომავალზე იტალიელს კომენტარი არ გაუკეთებია. ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი "ტოტენჰემის" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის საგზური იქნება.