ავტორიზაცია

BREAKING: იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი აქვს - ვის ჩაანაცვლებს სკუადრა აძური?

BREAKING: იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი აქვს - ვის ჩაანაცვლებს სკუადრა აძური?
თარიღი 17 May 2022, 19:34

იტალიის ნაკრებს შანსი გამოუჩნდა, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონტაზე მონაწილეობა მიიღოს.

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი წევრი და ახლანდელი იტალიის გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი ფრანკო ჩიმენტი ამბობს, რომ იტალიის ნაკრებს რეალური შანსი გამოუჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის.

"იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი იმაზე ბევრად კონკრეტული და რეალურია, ვიდრე ხალხი ფიქრობს. ეკვადორმა გამოიყენა ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე გასვლა და თამაში ეკრძალებოდა. ამის გამო, მათ პასუხი უნდა აგონ.  თუ ასეთი რამ ხდება, დისკვალიფიცირებული გუნდი სხვა გუნდით უნდა ჩანაცვლდეს. ფიფას წესებით, ასეთ დროს, პირველ რიგში ფიფას რეიტინგში ლიდერი ქვეყნის ნაკრები უნდა მოიწვიონ და ასეთი გუნდი, ამ მომენტისთვის, იტალიაა." - ციტირებს ფრანკო ჩიმენტის სიტყვებს La Repubblica.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები სენსაციურად დამარცხდა, პლეიოფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ნახევარფინალურ შეხვედრაში, ანგარიშით 1-0 და მსოფლიოზე თამაშის შანსი ხელიდან გაუშვა.