ავტორიზაცია

ცნობილია, რა თანხას მიიღებენ ევროპის ლიგის ფინალისტები - განსაკუთრებული პრიზი გამარჯვებულს!

ცნობილია, რა თანხას მიიღებენ ევროპის ლიგის ფინალისტები - განსაკუთრებული პრიზი გამარჯვებულს!
თარიღი 17 მაი 2022, 21:09

ევროპის ლიგის ფინალში გასვლა გლასგოს "რეინჯერსისთვის" და აინტრახტის "ფრანკფურტისთვის" დამატებითი შემოსავლების მიღების საფუძველია.

Goal.com გვაუწყებს, რომ მხოლოდ ევროპის ლიგის ფინალში გასვლისთვის კლუბები 4.2 მილიონ ევროს მიიღებენ. გამარჯვებული კი დამატებით 3.6 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ფაქტობრივად მიღებული მოგების თითქმის გაორმაგებას ნიშნავს.

გარდა ამისა, ევროპის ლიგის ფინალში გამარჯვებული ავტომატურად იღებს ახალი სეზონის დაწყებამდე, კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ერთმანეთს, 10 აგვისტოს, უეფას სუპერ თასზე შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი, ხვალ, თბილისის დროით, 23 საათზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს "რეინჯერსი" და "აინტრახტი" დაუპირისპირდებიან.