ავტორიზაცია

რონალდუს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს - ფაბრიციო რომანო

რონალდუს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს - ფაბრიციო რომანო
თარიღი 17 მაი 2022, 21:54

კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გარშემო უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს რონალდუს ზედიზედ მეორე ზაფხულს გუნდი უნდა შეეცვალა, რადგან „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა. გარდა ამისა იწერებოდა, რომ ერიკ ტენ ჰაგსაც არ სურდა პროექტში 37 წლის ფეხბურთელის ჩართვა.

თუმცა, როგორც ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“ იტყობინება, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მოტივირებულია და სურს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ დიდებული გახადოს. ამიტომ, ამ ზაფხულს მას „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლის სურვილი არ აქვს.

მიუხედავად რონალდუს ამ გადაწყვეტილებისა, „იუნაიტედი“ 100%-ით დაიმატებს ამ ზაფხულს ახალ ფორვარდს, რადგან თავად კრიშტიანუც ხვდება, რომ ის გუნდის ერთადერთი ვარიანტი ვერ იქნება.