ავტორიზაცია

ჩელსი კაზემიროს გადაბირებით ინტერესდება და მზადაა, ბრაზილიელს გაცილებით კარგი ხელფასი შესთავაზოს

ჩელსი კაზემიროს გადაბირებით ინტერესდება და მზადაა, ბრაზილიელს გაცილებით კარგი ხელფასი შესთავაზოს
თარიღი 17 მაი 2022, 22:05

ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „რეალის“ საყრდენი ნახევარმცველით ინტერესდება.

როგორც ბრიტანული გამოცემა Mirror Football იტყობინება, „პენსიონერებს“ სურთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს შეძენა სცადონ.

„ჩელსი“ მზადაა, „რეალის“ 14-ნომერს გაცილებით მაღალი ხელფასი შესთავაზოს, ვიდრე ის ამჟამად მადრიდში იღებს - გამომდინარე იქიდან, რომ მადრიდელებმა მას კონტრაქტი გასულ ზაფხულს გაუხანგრძლივეს, ამჟამად კაზემიროსთვის ხელფასის კიდევ ერთი მომატება არ განიხილება.

ამიტომ, „ჩელსის“ მზადაა, სიტუაციით ისარგებლოს და ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ სოლიდური ხელფასის შეთავაზებით გადაიბიროს.