ავტორიზაცია

ენტონის გადაბირებით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან - ბრაზილიელმა აიაქსი შესაძლოა უახლოეს კვირებში დატოვოს

ენტონის გადაბირებით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან - ბრაზილიელმა აიაქსი შესაძლოა უახლოეს კვირებში დატოვოს
თარიღი 17 მაი 2022, 23:17

„აიაქსის“ ბრაზილიელმა შემტევმა ენტონიმ გუნდი შესაძლოა უახლოეს კვირებში დატოვოს.

UOL-ს ინფორმაციით, ბრაზილიელს ამსტერდამის დატოვება და კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გაგრძელება სურს.

ინგლისში ენტონის გადაბირებით „ლივერპული“, „მან იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან, თუმცა ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე არაა მზად, ორ გრანდს ბრაზილიელის ტრანსფერისთვის შეებრძოლოს.

მიუხედავად სერიოზული ინტერესისა, არცერთ გუნდს „აიაქსთან“ ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაუწყია.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ უპირატესობა ამ ტრანსფერში კი ის არის, რომ გუნდს უახლოეს კვირებში „აიაქსის“ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს, რომლის ხელმძღვანელობითაც ანტონიომ ამსტერდამში გაიბრწყინა.