ტევესი: "პსჟ-ში მესი ერთი ადამიანია, ნაკრებში კი - სრულიად განსხვავებული"

კარლოს ტევესმა ლეო მესის თამაშში საგრძნობო სხვაობა შენიშნა.
„მან სიტის“, „მან იუნაიტედის“ და „იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელის აზრით, ნაკრებში მესი სრულიად სხვა ფეხბურთელია.
„ის ერთი ფეხბურთელია როცა „პსჟ-შია“ და სრულიად განსხვავებული, როცა ნაკრებში ჩამოდის.“ - აღნიშნა არგენტინელმა.
არგენტინის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ისიც დაამატა, რომ კლუბში მესი ნახევრად არის ისეთივე ბედნიერი, როგორიც ნაკრებში.