ავტორიზაცია

"ამდენი გული ჩემთვის გოგოებს არ მოუწერიათ", - უეფას პრეზიდენტი მოურინიოს მესიჯზე

"ამდენი გული ჩემთვის გოგოებს არ მოუწერიათ", - უეფას პრეზიდენტი მოურინიოს მესიჯზე
თარიღი 18 მაი 2022, 00:42

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ისაუბრა, თუ რა ემოციებს განიცდიდა ჟოზე მოურინიო „რომასთან“ ერთად კონფერენც ლიგის ფინალში გასვლის გამო.

პორტუგალიელი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც თავისი გუნდი უეფას სამივე ევროტურნირის ფინალში გაიყვანა (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენც ლიგა).

„ბევრი კონფერენც ლიგას სკეპტიკურად აფასებდა. მაგრამ, მე ჟოზე მოურინიოსგან მესიჯი მივიღე, მას შემდეგ რაც ის ფინალში გავიდა. ძალიან მესიამოვნა, ამდენი გული ჩემთვის გოგოებს არ მოუწერიათ.

ჟოზე არის ადამიანი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და რომელიც ამ საქმეს ემოციურად უდგება. მისთვის სულერთია, წააგებს თუ მოიგებს, მთავარი ფეხბურთია.

საკლუბო ფეხბურთში მან უკვე ყველაფერი მოიგო და ახლა მიეცა შანსი, გახდეს ამ ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვებული, რაც მისთვის ბევრს ნიშნავს, ტურნირისთვის კი საუცხოო რეკლამაა.“ - აღნიშნა უეფას პრეზიდენტმა.

კონფერენც ლიგის ფინალში „რომა“ „ფეიენოორდს“ 25 მაისს დაუპირისპირდება.