ავტორიზაცია

VIDEO: ლივერპულმა რთული მატჩი მოიგო და ახლა ჯერარდის ასტონ ვილას იმედზეა

თარიღი 18 მაი 2022, 00:46

პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ მძიმე ბრძოლაში მოუგო.

შეხვედრა „სენტ მერი სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

იურგენ კლოპმა ამ მატჩზე როტაციას მიმართა და გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, რამაც „ლივერპულს“ პრობლემები გაუჩინა.

მე-13 წუთზე რედმონდმა „სოტონი“ დააწინაურა, 27-ზე მინამინომ „ლივერპული“ თამაშში დააბრუნა, 67-ზე კი ჯოელ მატიპმა გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ბოლო ტურის წინ, „ლივერპული“ 89 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „სიტის“ ერთი ქულით ჩამორჩება. 

კლოპის გუნდი ბოლო მატჩში შინ „ვულვზს“ უმასპინძლებს, „სიტი“ კი „ასტონ ვილას“, რომელსაც „ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი წვრთნის. ყველაფერი გვარდიოლას შეგირდების ხელშია.