ავტორიზაცია

ვალენსიამ ბარსელონას ორი ფეხბურთელი შესთავაზა, ლაპორტას პასუხმა არ დააყოვნა

ვალენსიამ ბარსელონას ორი ფეხბურთელი შესთავაზა, ლაპორტას პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 18 მაი 2022, 13:33

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა პოტენციური ტრანსფერების განსახილველად "ვალენსიას" ხელმძღვანელებს შეხვდა, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.

ჟურნალისტ ექტორ გომესის ინფორმაციით, ლაპორტამ "ღამურების" პრეზიდენტ ანილ ლიმთან და კლუბის მფლობელის მარჯვენა ხელ ჯოი ლიმთან ერთად ისადილა.

როგორც იწერება, "ბარსას" პრეზიდენტს მცველ ხოსე გაიასა და ნახევარმცველ კარლოს სოლერის შეძენა შესთავაზეს, მაგრამ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე კატალონიელებს კლუბში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების გამო ამ ტრანსფერების გაჩარხვა არ შეუძლია.

აქამდე არსებილი ცნობით, "ბარსა" სოლერს ფრენკი დე იონგის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, თუმცა 25 წლის ესპანელი პრიორიტეტული ვარიანტი არ არის.

რაც შეეხება გაიას, "ბლაუგრანა" 26 წლის უკანახაზელის გადაბირებას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ "ჩელსის" მარცხენა მცველის, მარკოს ალონსოს ტრანსფერი ჩაეშლება. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ხავი გალანითაც ("სელტა") ინტერესდებიან.