ავტორიზაცია

სიტის 5 ფეხბურთელთან ერთად — ნევილმა პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

სიტის 5 ფეხბურთელთან ერთად — ნევილმა პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
თარიღი 18 მაი 2022, 14:39

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები შეარჩია და სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე: ალისონი ("ლივერპული");

მცველები: კაილ უოლკერი, რუბენ დიაში (ორივე - "მანჩესტერ სიტი"), ვირჯილ ვან დეიკი, ენდრიუ რობერტსონი (ორივე - "ლივერპული");

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი, როდრი, ბერნარდო სილვა (ყველა - "მანჩესტერ სიტი");

თავდამსხმელები: სონ ჰინ მინი, ჰარი კეინი (ორივე - "ტოტენჰემი"), მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული").

"კანსელო ძალიან მიყვარს, უფრო მეტად ვერც მეყვარება, მაგრამ რობერტსონს ვერ დავაიგნორებ. ლიგის საუკეთესო ფლანგის მცველია, თანაც დიდი უპირატესობით, რადგან დაცვაშიც საოცრად კარგად თამაშობს და შეტევაშიც".

"იმპულსი, რომელსაც "ლივერპულს" სძენს, წარმოუდგენელია. იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამჩნევ".

"უოლკერმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და როცა არ თამაშობს, "სიტის" ძალიან კარგია. დაცვაში "სიტისაც" ისეთივე კარგი მაჩვენებელი აქვს, როგორიც "ლივერპულს".

"სიტის" დაცვის მარჯვენა, "ლივერპულის" მარცხენა ფლანგი აბსოლუტურად ბრწყინვალეა, ამიტომაც უკანა ხაზი გავყავი. ვფიქრობ, კაილ უოლკერი და დიაში დაცვის ხაზის მარჯვენა მხარეს მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელები არიან", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports-ი.