ავტორიზაცია

მესის პოჩეტინო არ მოსწონს და პსჟ-ს მწვრთნელად სხვა სპეციალისტი სურს — L'Equipe

მესის პოჩეტინო არ მოსწონს და პსჟ-ს მწვრთნელად სხვა სპეციალისტი სურს — L'Equipe
თარიღი 18 მაი 2022, 16:17

"პსჟ"-ს მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოსა და გუნდის თავდამსხმელს, ლიონელ მესის ურთიერთობა გაუცივდათ.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, ლეო მაურისიოს ფანი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამემამულეები ერთ ტალღაზე არ იმყოფებიან, 34 წლის სუპერვარსკვლავი კი ელოდება, თუ ვინ უხელმძღვანელებს გუნდს მომავალ სეზონში.

მესის სურს გაარკვიოს, მოახდენს თუ არა ახალი მწვრთნელის მოსვლა კლუბში მის როლზე გავლენას.

ლეოს მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ "ბარსელონას" გარეთაც შეუძლია წარმატების მიღწევა და მისი აზრით, ამისათვის პოჩეტინო უნდა წავიდეს. "ოქროს ბურთის" 7-გზის მფლობელი მზად არის მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერი გააკეთოს.

2021/22 წლების სეზონში მესიმ, რომელიც "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 13 ასისტიც მიითვალა.