ავტორიზაცია

ევროპის ლიგის ფინალის დაწყებამდე დაძაბულობა პიკს აღწევს - დაკავებულია აინტრახტის 5 ქომაგი!

ევროპის ლიგის ფინალის დაწყებამდე დაძაბულობა პიკს აღწევს - დაკავებულია აინტრახტის 5 ქომაგი!
თარიღი 18 მაი 2022, 18:07

ევროპის ლიგის ფინალის დაწყებამდე "რეინჯერსისა" და "აინტრახტის" გულშემატკივრებს შორის დაძაბულობია პიკს აღწევს.

Kicker-ზე დაყრდნობით, სერიოზული დაპირისპირება მოხდა შოტლანდიელ და გერმანელ ფანებს შორის, როდესაც დაახლოებით "აინტრახტის" 200 გულშემატკივარი საჩხუბრად მიეჭრა შოტლანდიელ ქომაგებს. ესპანეთის პოლიციამ 5 გერმანელი სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება მოახდინა და დააკავა.

წყაროზე დაყრდნობით, გერმანელმა ქომაგებმა საქმის დეტალებში გასარკვევად მისულ სამართალდამცველებს მაგიდები და ბოთლები დაუშინეს. დღეს, ევროპის ლიგის ფინალზე თავიანთი რჩეული გუნდის მხარდასაჭერად, დაახლოებით, 100 000 შოტლანდიელი და 50 000 გერმანელი ფანია ჩასული, ესპანეთის ქალაქ სევილიაში. "რეინჯერისა" და "აინტრახტის" ქომაგებს ფინალზე დასასწრებად მთლიანობაში, 20 000 ბილეთი აქვთ გამოყოფილი. დანარჩენი გულშემატკივრები, სავარაუდოდ, სტადიონის სიახლოვეს იქნებიან და იქიდან გაამხნევებენ ფავორიტ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი, დღეს, 23 საათზე დაიწყება.