ავტორიზაცია

პაულო დიბალამ ინტერის ბოსების სიახლოვეს სახლი იყიდა - ახალი მინიშნება ტრანსფერზე?

პაულო დიბალამ ინტერის ბოსების სიახლოვეს სახლი იყიდა - ახალი მინიშნება ტრანსფერზე?
თარიღი 18 მაი 2022, 18:40

"იუვენტუსის" არგენტინელი შემტევი, პაულო დიბალა, რომელიც უკვე ოფიციალურად ტოვებს "იუვენტუსს", მის შესაძლო "ინტერში" გადასვლასთან დაკავშირებით ახალ ინტრიგას აჩენს.

როგორც სპორტული ჟურნალისტი, პასკუალ გუერო იტყობინება, დიბალამ "ნერაძურის" ხელმძღვანელობის სიახლოვეს სახლი იყიდა. ირკვევა, რომ ეს ბინა არგენტინელმა რამდენიმე თვის წინ შეიძინა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უფრო აქტიურად უკავშირებდნენ "ინტერს".

აგრეთვე, არსებული ცნობების თანახმად, "იუვენტუსის" რიგებში ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ, "ბიანკონერის" ფანები  დიბალას სთხოვდნენ, რომ "ნერაძურიში" არ გადავიდეს, მაგრამ პაულომ მათ ყურადღებაც კი არ მიაქცია და ავტოგრაფების დარიგება უხმოდ განაგრძო.

მილანელთა აღმასრულებელი დირექტორი, ბეპე მაროტა ადასტურებს, რომ არგენტინელთან ჩინებული ურთიერთობა აქვს. თავის მხრივ, ბოლო პერიოდში სერიოზულად გააქტიურდა დედაქალაქური კლუბი "რომაც".