ავტორიზაცია

ჩელსი, სევილია და ბარსელონა მილანის კაპიტნისთვის იბრძვიან

ჩელსი, სევილია და ბარსელონა მილანის კაპიტნისთვის იბრძვიან
თარიღი 18 მაი 2022, 19:15

"მილანის" კაპიტანი, ალესიო რომანიოლი "როსონერისთან" დასამშვიდობებლად ემზადება და დიდი ალბათობით, "შავ-წითლების" შემადგენლობაში ეს მისი ბოლო სეზონია.

იტალიელისადმი ინტერესს ბევრი მაღალი დონის გუნდი იჩენს და მას საკმაოდ მიმზიდველი წინადადებების განხილვა მოუწევს ზაფხულში.

Mundo Deportivo იუწყება, რომ 27 წლის უკანახაზელის შეძენის ერთ-ერთი გამოკვეთილი მსურველი ლონდონის "ჩელსია". "არისტოკრატებს" ანტონიო რუდიგერის "მადრიდის რეალში" წასვლისა და ანდრეას კრისტენსენის დაკარგვის საფრთხის გამო, დაცვის გაძლიერება ესაჭიროებათ.

გარდა "ჩელსისა", რომანიოლის მიმართ ინტერესი გამოხატეს "ბარსელონამ" და "სევილიამაც".

ტრავმებით შეწუხებულმა მცველმა სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში "მილანის" მაისურით მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.