ავტორიზაცია

კონტე ტოტენჰემის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანის შემთხვევაში სოლიდურ ბონუსს მიიღებს

კონტე ტოტენჰემის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანის შემთხვევაში სოლიდურ ბონუსს მიიღებს
თარიღი 18 მაი 2022, 19:26

"ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში გუნდის მთავარ მწვრთნელს, ანოტნიო კონტეს დაასაჩუქრებს.

The Times-ზე დაყრდნობით, იმ შემთხვევაში, თუ "დეზები" სეზონს სატურნირო ცხრილის მოწინავე ოთხეულში დაასრულებენ, კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელ სპეციალისტს ბონუსის სახით 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

ეს ერთგვარი დაფასება იქნება კონტეს მიერ გაწეული თავდაუზოგავი შრომის.

შეგახსენებთ, კონტემ "ტოტენჰემი" ნოემბერში ჩაიბარა, როცა გუნდი პრემიერ ლიგაში მე-9 პოზიციაზე იმყოფებოდა. ახლა კი, იტალიელის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა "არსენალს" გაადასწრო და მე-4 ადგილზე იმყოფება. "დეზებს" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.