ავტორიზაცია

"ჩემპიონთა ლიგის რომელმა ქამბექმა მასიამოვნა ყველაზე მეტად?", - ლუკა მოდრიჩის ინტერვიუ

"ჩემპიონთა ლიგის რომელმა ქამბექმა მასიამოვნა ყველაზე მეტად?", - ლუკა მოდრიჩის ინტერვიუ
თარიღი 18 მაი 2022, 21:52

ესპანურმა გამოცემა Marca-მ ესპანურ ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის ლუკა მოდრიჩი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა, სახელწოდებით „ლეგენდა".

დაჯილდოვებაზე ხორვატმა ნახევარმცველმა ინტერვიუც ჩაწერა:

"სულ ვამბობდი, რომ ინდივიდუალურ პრიზებს გუნდური მირჩევნია, მაგრამ ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

იმედია, კარიერას რეალში დავასრულებ. ვგრძნობ რომ აქ ხალხსაც ვუყვარვარ და კლუბსაც. ისევე როგორც ჩემი ოჯახი. მინდა, აქ კიდევ არაერთი წელი გავატარო და კარიერაც აქ დავასრულო.

საყვარელი მომენტი რეალში თამაშის პერიოდში? მხოლოდ ერთი? გამორჩევა რთულია. ალბათ, დესიმა! ის კუთხური, საოცრებაა...

გარე ტერფით დარტყმის საიდუმლო? არ მაქვს (იცინის). ეს ჩემთვის ბუნებრივი მომენტია, ასე თამაში სულ მომწონდა.

ყველაზე რთული ქამბექი ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე? სიტისთან, ცალსახად. რომლით ვისიამოვნე ყველაზე მეტად? პსჟ-სთან!

რეალი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ მადრიდისტა და ამ დიდი ოჯახის სამუდამო წევრი ვარ." - დაასრულა ლუკამ.